საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა. ჭოუ ციენთან, მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობების დინამიკას და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებით აღინიშნა უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს როგორც ბიზნესწრეების დაახლოებას, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებას. ასევე ხაზი გაესვა პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობას. განიხილეს შანხაიში ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი შეეხო ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს
