დავით გურგენიძე ითხოვს დაიწყოს საქმის გამოძიება, თუ როგორ აღმოჩნდა ერთ ლარად გიული ალასანიას ხელში უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი
ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელი გენერალურ პროკურატურას წერილით მიმართავს. დავით გურგენიძე ითხოვს დაიწყოს საქმის გამოძიება, თუ როგორ აღმოჩნდა ერთ ლარად გიული ალასანიას ხელში უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი. გურგენიძე საქმის გამოძიების დროს ალასანიას ქონების დაყადაღებას და საბოლოოდ, ქონების ტექნიკური უნივერსიტეტისათვის დაბრუნებას მოითხოვს.