ტენესის შტატში მომხდარ აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, 16 ადამიანი ემსხვერპლა
ტენესის შტატში მომხდარ აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, 16 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ შტატის შერიფმა ჰამფრის დევისმა განაცხადა. ძლიერი აფეთქება ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მოხდა, რომელიც ქალაქ ნეშვილიდან 90 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 19 დაკარგულის შესახებ.