აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ბათუმში პრემიუმ კლასის ავეჯის საწამო გახსნა
ახალი საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. ქარხანაში უკვე დასაქმებულია დაახლოებით 100-მდე ადამიანი, ხოლო წარმოების გაფართოებასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
