ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელენე ხოშტარიას დაკავებიდან რამდენიმე საათში, მისი მამის ანგარიშზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 9 მილიონი რუბლი ჩაირიცხა, რაც დაახლოებით 110 ათასი დოლარის ეკვივალენტია, პოლიტიკური შეფასებების თემაა
ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტის და ფარისევლობის ნათელი მაგალითი. პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომლის მიხედვითაც, „დროას“ ლიდერი საქართველოში ნიდერლანდების ელჩს, საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის დიპლომატის მხრიდან ვენის კონვენციის უხეში დარღვევა
