აღიარება თავის მართლების ნაცვლად
აღიარება თავის მართლების ნაცვლად. ბაჩო ახალიას მეუღლეს, Prime Time-ის გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება მოუწია, რომ ახალიას სახლში პარლამენტის შენობის მაკეტი უდევს და საკანონმდებლო ორგანოს აღების გეგმას განიხილავს. ანი ნადარეიშვილი იმუქრება, რომ თუ მის ქმარს დააკავებენ, დაასახელებს წყაროს ვინც ნაცმოძრაობიდან ბაჩო ახალიას შესახებ ინფორმაცია გათქვა. ტექსტი ნადარეიშვილმა ანი წითლიძეს პოსტის ქვეშ, შემთხვევით დაწერა, თუმცა შემდეგ აღარ წაშალა. „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე, ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობის საკითხს შეისწავლის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალაიას გარშემო განვითარებული მოვლენები მათთვის საინტერესოა. Prime Time-ის ინფორმაციით, საშიში ტვირთის ავლაბრამდე მიტანას, კოორდინაციას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, ბაჩო ახალაია უწევდა, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებთანაა კავშირზე და რამდენიმე ყოფილ ძალოვანთან და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ოთხ ოქტომბერს, არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის “აღების” გეგმას ამუშავებდა. შეხვედრების ადგილი კი ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის ბინაა. საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ახალაიას უკრაინის სპეცსამსახურებთან კავშირს, კოორდინაციას უკრაინის ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანი, გია ლორთქიფანიძე უწევს