გერმანიაში ადგილობრივ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, მემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის ოთხი კანდიდატი მოულოდნელად, სხვადასხვა მიზეზის გამო გარდაიცვალა
გერმანიაში ადგილობრივ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, მემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის ოთხი კანდიდატი მოულოდნელად, სხვადასხვა მიზეზის გამო გარდაიცვალა. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის 427 მუნიციპალიტეტში არჩევნები სექტემბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. თუმცა, ოთხ მათგანში კანდიდატების უეცარმა გარდაცვალებამ პრობლემები შეუქმნა საარჩევნო პროცესს. საჭირო გახდა საარჩევნო ბიულეტენების თავიდან დაბეჭდვა და ფოსტით უკვე მიცემული ხმების გაუქმება. გერმანელი მემარჯვენე პოლიტიკოსების ნაწილი, კანდიდატების გარდაცვალების ფაქტს საეჭვოდ მიიჩნევს, თუმცა პოლიციამ 4-ვე შემთხვევაში დაღუპვის ძალადობრივი მიზეზი გამორიცხა