პარლამენტის თავმჯდომარე სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ გერმანელ ხალხს საქართველოში პეტერ ფიშერი წარმოადგენს
პარლამენტის თავმჯდომარე სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ გერმანელ ხალხს საქართველოში პეტერ ფიშერი წარმოადგენს. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ დიპლომატმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ადამიანებთან გამართული შეხვედრების გამო, რომლებიც სხვების დეჰუმანიზებას ახდენენ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ იდეოლოგიის ნორმალიზება სირცხვილია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის დიპლომატმა პატივი უნდა სცეს ქართველ საზოგადოებას და კანონის უზენაესობას