18 წლის შშმ პირის დედასთან, რომლის განცხადებითაც, მისი შვილისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაზე კლინიკამ უარი განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა - სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ საქმის მოკვლევა დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო რა მოხდა ორი დღის წინ ერთ-ერთ ჰოსპიტალში, სადაც 18 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდის მშობლის განცხადებით, მისი შვილისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაზე კლინიკამ უარი განაცხადა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მედპერსონალის წარმომადგენლების საქმიანობის გადაცდომა გამოვლინდება, რეაგირება იქნება ადეკვატური. მოზარდი ახლა „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. პაციენტის ოჯახთან გუშინ საღამოს ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. როგორც ბავშვის დედა აცხადებს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მისი შვილი მკურნალობას ამავე კლინიკაში განაგრძობს, რადგან სხვა კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს. შესაბამისად, ყველა საჭირო დახმარებას ექიმები პაციენტს ამავე საავადმყოფოში აღმოუჩენენ