"გემო ფესტი" შეკვეთილში
კულინარიული ესტაფეტა წელს გურულებმა გადაიბარეს. ჩვეული იუმორითა და სისხარტით გურია ნაცნობი და მივიწყებული, ან სულაც ახალი კერძების გამოფენას, შეკაზმვასა და გასინჯვას შეუდგა და ასე და ამგვარად გემო ფესტის ტრადიცია არ დაარღვია. კულინარიული დღესასწაული ხვალაც გაგრძელდება. გურულ სუფრასაც, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, წელსაც მუსიკალური გაფორმება ექნება.
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები