„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ლიეტუვაში დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ლიეტუვაში დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს. ტრენინგებში მონაწილეთა მომზადება კი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით მიმდინარეობს. წყაროს ცნობით, ორივე არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი ოფისები ლონდონში მდებარეობს. ქართველ აქტივისტებს კი ასწავლიან ქუჩის საპროტესტო აქციების ტაქტიკას, პროვოკაციებს, დაკავების შემთხვევაში პირად დაცვას და საინფორმაციო კამპანიების პოპულარიზაციას, სადაც აქცენტი კეთდება ე.წ. ვირუსული კონტენტის შექმნასა და მიზნობრივი მასალების გავრცელებაზე „ტელეგრამის“ საშუალებით. არსებულ ინფორმაციაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება