ნიუ იორკ ტაიმსი წერს, რომ ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში შეხვედრის წინ ღელავენ
ისინი ვაშინგტონში იმ მიზნით ჩადიან, რომ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და სუვერენიტეტის გადარჩენა უზრუნველყონ. ევროპელი ლიდერები ასევე დაინტერესებულნი არიან, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესმა ტრანსატლანტიკური ალიანსი არ დააზარალოს. ფაინენშელ ტაიმსი კი წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ფრონტის ხაზზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. გამოცემა წერს, რომ ეს იქნება კომპრომისი და ზელენსკის მიზანია თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაარწმუნოს, არ აიძულოს უკრაინა გადადგას მისთვის მიუღებელი ნაბიჯი, ისეთი, როგორიცაა დონბასიდან უკრაინელი ჯარისკაცების გაყვანაა.