ვაშინგტონში, დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ფედერალური ზომების ფარგლებში, 68 ადამიანი დააკავეს
ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. სამართალდამცველებმა 15 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულებისთვის წაყენებული ბრალდებები მოიცავს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ თავდასხმებს, პოლიციელზე თავდასხმას და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევას. ცნობისათვის, ვაშინგტონში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ 7 აგვისტოს დაწყებული ოპერაციის შემდეგ, 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორისაა 135 არალეგალი მიგრანტი. დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში „კანონის, წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღდგენის მიზნით“ ეროვნული გვარდია შეიყვანა.