ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადებიან
ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადებიან. ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრას ხვალ გამართავს. მასთან ერთად ტრამპმა მოლაპარაკებებზე ევროპის ლიდერებიც მიიწვია. შეხვედრაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს გერმანიის კანცლერმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა. როგორც გამოცემა Politico წერს, შეხვედრას სავარაუდოდ „ნატოს“ გენერალური მდივანი მარკ რუტე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბიც დაესწრებიან