ბორტგამცილებელთა გაფიცვის გამო „კანადის ავიახაზების“ ყველა რეისი გაუქმდა
ბორტგამცილებელთა გაფიცვის გამო „კანადის ავიახაზების“ ყველა რეისი გაუქმდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები 130 ათასამდე მგზავრს შეეხება. ადგილობრივმა პროფკავშირმა გაფიცვა შაბათს დილიდან გამოაცხადა. კომპანიის თანამშრომლები ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. „კანადის ავიახაზები“ პირდაპირ რეისებს მსოფლიოს 180 ქალაქში ასრულებს. გაფიცვის პირველ დღეს ავიაკომპანიის 600-ზე მეტი რეისი გაუქმდა.