არსებული ინფორმაციით, ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან შესახვედრად გაემგზავრნენ
არსებული ინფორმაციით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძე და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან შესახვედრად გაემგზავრნენ. ამავე ინფორმაციით ისინი გიორგი გახარიამ დაიბარა, რადგან პარტიები თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან. „ლელოში“ ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. გრიგოლ გეგელია კი ამბობს, რომ მას რამდენიმე დღეა კუპრაძესთან არ უსაუბრია. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში