გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგის განაგრძობს
გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგის განაგრძობს. ექსპედიციის ფარგლებში აკვირდებიან მყინვარულ ტბებს, მყინვარების ნაპრალებსა და კლდე-ზვავურ პროცესებს. კვლევის ფარგლებში ასევე ფასდება მყინვარების დნობის დინამიკა. სააგენტოს სპეციალისტები მყინვარული ხეობების ვიზუალურ და ინსტრუმენტულ მონიტორინგს აწარმოებენ. ასევე დრონების მეშვეობით იღებენ აერო ფოტომასალას და ამუშავებენ.
