სიონის საკათედრო ტაძარში საზოგადოება ქართველ კინორეჟისორს ელდარ შენგელაიას ემშვიდობება
ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილებმა, სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრემიერ - მინისტრი, თბილისის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს საპატრიარქო. ქართული კინოხელოვნების ისტორიის ეპოქალური რეჟიოსორი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ელდარ შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.