„ქართული ოცნება“ დღეს თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს დაასახელებს
თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში 21 საათზე გაიმართება. მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. ქართული ოცნება 4 ოქტომბერს 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებას აანონსებს.