ორთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი მე-19 ტურის ორი შეხვედრით განახლდა
ორთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი მე-19 ტურის ორი შეხვედრით განახლდა. გია გეგუჩაძის დებიუტი „იბერიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარუმატებელი აღმოჩნდა - ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ სტადიონზე „თელავთან“ 2-3 წააგო და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. გუშინ კიდევ ერთი მატჩი შედგა და „სამგურალმა“ „კოლხეთი“ 2-0 დაამარცხა.
