2025 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 6,3 პროცენტი შეადგინა
2025 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 6,3 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წლის ექვს თვეში კი ეკონომიკური ზრდა 8,3 პროცენტით განისაზღვრა. ზრდის წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი დამამუშავებელმა მრეწველობამ, მშენებლობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებმა შეიტანა.