მმართველი გუნდი ზურა გირჩი ჯაფარიძეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
მმართველი გუნდი ზურა გირჩი ჯაფარიძეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ წევრები ჯაფარიძეს წარსულს ახსენებენ და აცხადებენ, რომ ზურა ჯაფარიძე გულწრფელი მხოლოდ მაშინ იყო, როდესაც ამბობდა, რომ ნაცმოძრაობას დანაშაულები არ ჩაუდენია. ამბობენ, რომ პრორუსული იარლიყის მიკერება, „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი გამოვლინებაა. ცნობისთვის, ჯაფარიძის ფეისბუქ გვერდზე, მისი სახელით გამოქვეყნდა განცხადება სადაც საუბარია, რომ თითქოს ხელისუფლება ერთი ერთში იმეორებს რუსულ ნარატივს.