სტივ უიტკოფი: ომი უკრაინში ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა დასრულდეს
ომი უკრაინში ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა დასრულდეს. ამბობს შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. ტელეკომპანია „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უიტკოფმა ისიც აღნიშნა, რომ სჯერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკება შესაძლებელია.