შინაგან საქმეთა მინისტრი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც სამსახურის უფროსთან და სახანძრო-სამაშველო ძალების რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. გეკა გელაძე სამსახურის სასწავლო ცენტრს ესტუმრა, გაეცნო ბაზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სიახლეებს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამომავლო პროექტებზე. გეკა გელაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრშიც მივიდა და ადგილზე გაეცნო გადაუდებელი დახმარებისა და ოპერატიული მართვის უზრუნველსაყოფად მოქმედ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებს.