"ქართული ოცნება" ორმაგი სტანდარტის მორიგ გამოვლინებაზე საუბრობს
"ქართული ოცნება" ორმაგი სტანდარტის მორიგ გამოვლინებაზე საუბრობს და ამბობს, რომ კონკრეტული ევრობიუროკრატების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ მოლდოვა გარკვეული მიმართულებებით საქართველოზე წინ არის, საფუძველს მოკლებულია. ამის მაგალითად კი, მოჰყავთ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები, რომელთა მიხედვით, მოლდოვაში 2024 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ ნული მთელი ერთი მეათედი პროცენტი შეადგინა.

სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები