საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. სააგენტოს ცნობით, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით გააძლიერა რისკის ზონებში მონიტორინგი. პრევენციის და შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მეხანძრე-მაშველები, ყველა შესაბამისი აღჭურვილობის და ტექნიკის გამოყენებით 24-საათის განმავლობაში განახორციელებენ ტყის მასივებში პატრულირებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.