„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსები გამოაქვეყნა
„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსები გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ საქართველო მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა. კეთილდღეობის ინდექსის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამასთან ქვეყანას კეთილდღეობის ინდექსში ისტორიული მაქსიმუმი დაუფიქსირდა - შეფასების 100%-ანი სისტემით 75,5%. გარდა ამისა საქართველო „ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის“ კატეგორიაში მოხვდა. წელს საქართველოს შეფასება პოლიტიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 75.1%-ს შეადგენს, რაც მას ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის სტატუსს ანიჭებს. პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაში საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმში, როგორიცაა „არჩევნები“, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 82.4% დაიმსახურა, შემდეგ მოდის „სამოქალაქო თავისუფლებები“ – 81.8%. გარდა ამისა, საქართველო უმცირესობების უფლებების დაცვის რეიტინგში მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ხოლო ბიუროკრატიის სიჯანსაღის და კორუფციისგან თავისუფლების რეიტინგში მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა