ჩორჩანას ეპიზოდი - გომელაურის გამოკითხვა
სულ ცოტა ხნის წინ ვახტანგ გომელაურმა პროკურატურის შენობა დატოვა, სადაც მთავარი საგამოძიებო უწყება საბოტაჟის მცდელობისა და უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით გამოძიებას ატარებს. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით დღეს გამოკითხვაზე ვახტანგ გომელაური იმყოფებოდა. საქმე ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდს ეხება, ამ საგუშაგოს გახსნის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ხოლო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური იყო, რომელიც საგუშაგოს გახსნას ეწინააღმდეგებოდა

სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები