კარგი მთავრობის ინდექსით საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 61% მიიღო, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია
კარგი მთავრობის ინდექსით საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 61% მიიღო, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ჩვენი ქვეყანა გამჭვირვალობით მსოფლიოში მე-12 ადგილზე დაწინაურდა. მონაცემები ევროკომისიამ გამოაქვეყნა. გამჭვირვალობა, ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა, გრძელვადიანი ხედვა, ადაპტაციის უნარი, კოორდინაცია, სასამართლო სისტემის ხარისხი, ბიუროკრატიის ხარისხი, სტაბილური ბიზნეს რეგულაციები და ინვესტიციების მოზიდვა - ამ ინდიკატორებში, მსოფლიო მასშტაბით, საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებულად მაღალი რეიტინგი მოიპოვა.