ევროპელი სოციალისტების წევრი ილია ინჯია საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რისი მიხედვითაც რუსი კლიენტებისთვის შეზღუდვა დაწესდა
ევროპელი სოციალისტების წევრი ილია ინჯია საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რისი მიხედვითაც რუსი კლიენტებისთვის შეზღუდვა დაწესდა. უფრო ზუსტად კი კლიენტები 300 დოლარზე და ევროზე ძვირადღირებულ პროდუქციას საქართველოს ბანკის საშუალებით ვეღარ შეიძენენ. საქართველოს ბანკის პოზიციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს, სადაც აღნიშნულია რომ გადაწყვეტილება, არა ბანკის ინიციატივა, არამედ მარეგულირებლის მოთხოვნაა, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები ითვალისწინებს. თავის მხრივ ილია ინჯია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, საქართველოს ბანკისგან ახსნა განმარტებები მოითხოვოს