"უოლ სტრიტ ჯორნალის" ცნობით, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არ არის უკრაინაში ომი დაასრულოს, რადგან მიიჩნევს, რომ ფრონტის ხაზზე იმარჯვებს
"უოლ სტრიტ ჯორნალის" ცნობით, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არ არის უკრაინაში ომი დაასრულოს, რადგან მიიჩნევს, რომ ფრონტის ხაზზე იმარჯვებს. გამოცემის ცნობით, ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და უკრაინის ლიდერებთან საუბრისას გააკეთა. გამოცემა წერს, რომ მიუხედავად ამ პოზიციისა, უკრაინამ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა ვერ შეძლეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობაში ტრამპის დარწმუნება.