მარკო რუბიოს განცხადება აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება
მარკო რუბიოს განცხადება აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში ამერიკის სახელმწიფო მდივანს კითხვა ოპოზიციის მოკავშირემ ჯო ვილსონმა დაუსვა. კითხვის საპასუხოდ მარკო რუბიოს არც საქართველო და არც ქართული ოცნება არ უხსენებია. ოპოზიციური მედიასაშუალებებით კი მორიგი დეზინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ხელისუფლებას ანტი ამერიკული მთავრობა უწოდა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
