ინფრასტრუქტურული პროექტები
სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამშენებლო პროცესი ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, სამინისტროს თანამშრომლებთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა. მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობების რესტავრაცია, ახალი სპორტ-კომპლექსის მშენებლობა, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. რევაზ სოხაძე აცხადებს რომ მსგავსი სამუშაოები რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია