ტრადიციული ფასეულობები
მცხეთა, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი - დღეს აქ ყველგან ქუჩებში შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, რომ დღევანდელი დღის აღნიშვნა მათთვის ეროვნული ფასეულობების დაცვას ნიშნავს. ამიტომაც საქართველოს მასშტაბით ოჯახური ღირებულებების დღესასწაულს მსვლელობა და ადამიანთა ნაკადი არ მოჰკლებია. დღევანდელი მსვლელობა თითოეულ ამ ქალაქში საზეიმო პარაკლისით დასრულდა

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები