ოჯახის სიწმინდის დღე
უკვე 11 წელია ყოველი 17 მაისი პატრიარქის გადაწყვეტილებით ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ აღენიშნება. მეთერთმეტე წელია ქართული ეკლესია საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მასშტაბური მსვლელობითა და პარაკლისით სხვადასხვა ქალაქებში ამ დღეს ზეიმობს. თანამედროვე ეპოქაში, სადაც ტრადიციულ ღირებულებებთან დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ამ დღის დაწესება და პატივისცემა ქართული ეკლესიის ვალია - ითქვა დღეს საპატრიარქოს მხრიდან საზეიმო მსვლელობისას, სადაც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ოჯახი, როგორც ეკლესიის პატარა მოდელი, ზრუნვასა და გაფრთხილებას მოითხოვს - ამ ქადაგებით მიმართა მეუფე შიომ ქაშვეთთან შეკრებილებს. გრანდიოზული მსვლელობა კი სამებაში პარაკლისით დასრულდა

სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები