საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად ემზადება
საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად ემზადება. 17 მაისს სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. საყოველთაო შეკრება დაიწყება ათ ქალაქში: თბილისში, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმში და ზუგდიდში.