პრემიერ-მინისტრმა იმ არასწორ პრაქტიკაზე ილაპარაკა, როდესაც ელჩები და საელჩოები პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში
პრემიერ-მინისტრმა იმ არასწორ პრაქტიკაზე ილაპარაკა, როდესაც ელჩები და საელჩოები პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში. ირაკლი კობახიძის თქმით, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას ვენის კონვენცია უკრძალავს. ამ ფონზე ირაკლი კობახიძემ მაგალითად მოიყვანა ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელიც პაველ ჰერჩინსკიმ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა. პრემიერ მინისტრის შეფასებით, დიპლომატმა პირდაპირ მოუწოდა ქართველ ამომრჩეველს რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერისკენ