ამერიკელი კონგრესმენის მორიგი ცრუ ბრალდებები საქართველოს მიმართ
ამერიკელი კონგრესმენის მორიგი ცრუ ბრალდებები საქართველოს მიმართ. პრემიერ-მინისტრის ღია წერილმა და ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტთან დაკავშირებით პარლამენტის პასუხმა ჯო უილსონი გააღიზიანა. სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაურთო მთავარი არხის ე.წ. ქარდი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სიტყვები დამახინჯებული ფორმით გავრცელდა. ჯო უილსონმა იქსზე პოსტი ნაცმოძრაობის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, ჯო უილსონი დიფ სთეითის დავალებით მოქმედებს.