ბრძოლა ნარკოდანაშაულთან და თურქი სამართალდამცველების მიერ ძებნილ პირთა დაკავება
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან და თურქი სამართალდამცველების მიერ ძებნილ პირთა დაკავება - იმერეთში ირანის მოქალაქე დააპატიმრეს, რომელსაც ნარკოდანაშაულს ედავებიან. თურქეთის ხუთი მოქალაქე კი, პოლიციამ კახეთში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააპატიმრა. გარდა ამისა, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები, მათ განზრახი მკვლელობისა და ნარკოტიკული დანაშაულებისთვის ეძებდნენ.