ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვიდა
ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვიდა. დისკუსია მიმდინარეობს ევროკავშირის მომავალზე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია. პაპუაშვილის თქმით, ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში, პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება.

სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები