აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში „ზირამ“ სტუმრად „საბაილი“ 1:0 დაამარცხა
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში „ზირამ“ სტუმრად „საბაილი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი დავით ვოლკოვმა გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და გადამწყვეტი გოლი 91-ე წუთზე მიითვალა. ამ შეხვედრაში სტუმართა რიგებში გიორგი პაპუნაშვილმაც ითამაშა რომელიც 92-ე წუთზე შეცვალეს. "ზირა“ 70 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება.