გერმანიის ბუნდეს ლიგის ბოლოს წინა, 33-ე ტურში„ჰაიდენ ჰაიმი, სადაც ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, სტუმრად „უნიონ ბერლინს“ შეხვდა და 3-0 გაიმარჯვა
გერმანიის ბუნდეს ლიგის ბოლოს წინა, 33-ე ტურში„ჰაიდენ ჰაიმი, სადაც ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, სტუმრად „უნიონ ბერლინს“ შეხვდა და 3-0 გაიმარჯვა. ქართველის გუნდმა ამ მოგებით პლეი აუტში თამაში გაინაღდა. ზივზივაძემ 83-ე წუთიდან ითამაშა. მას ბოლომდე ტრავმა არ აქვს მორჩენილი. ქართველ ფორვარდს ბუნდეს ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.