ევროკავშირის ელჩის ორმაგი სტანდარტი
ევროკავშირის ელჩის ორმაგი სტანდარტი. პაველ ჰერჩინსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ გააკეთებდა. არქივი, კი ინახავს დიპლომატის არაერთ პოლიტიკურ განცხადებებს და მოწოდებებს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ახსოვთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, როდესაც არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა. „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ საზოგადოებისთვის უკვე გასაგებია, თუ რამდენად დაცილებულია ევრო ბიუროკრატების პოზიცია, რეალურ ევროპულ ღირებულებებთან