მმართველ გუნდში გაკეთდა განცხადებები გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით
მმართველ გუნდში გაკეთდა განცხადებები გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით. „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მოქალაქეთა მცირე რაოდენობა გამოვიდა, რაც კარგად აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობა რადიკალების დღის წესრიგს არ მიყვება. რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციაზე მყოფთა რაოდენობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ შეკრებით კმაყოფილია