ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში 418-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო
ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რვა თვით გაწვეულმა 418-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. რეკრუტებმა ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცის მრწამსიც წარმოთქვეს. საზეიმო ღონისძიებას რეკრუტების მშობლები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებას წინ უძღოდა საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური პროგრამა