უნგრეთში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო გაიხსნა
უნგრეთის საუნივერსიტეტო ქალაქ სეგედში საქართველოს საპატიო საკონსულო პირველად გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა, ქალაქ სეგედის მერიის და საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებმა. საქართველოს საპატიო კონსული მიხაელ შაბი გახდა. მას მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება აქვს, მათ შორის ბიზნესის მიმართულებით.