ხაბეიშვილის აღიარება
ლევან ხაბეიშვილმა ბევრი ითმინა და კუნთების დემონსტრირება გადაწყვიტა. როგორც თავად ამბობს, თავზე ხელის აღებისთვის, პოლიციისთვის ძალის დაპირისპირებისთვის და თბილისში გენერალური ბრძოლის გამართვისთვის მზადაა. თანამებრძოლების რა გითხრათ, მაგრამ ხაბეიშვილის რევოლუციური ამბიციები მმართველ ძალას სასაცილოდაც არ ჰყოფნის. „ქართულ ოცნებაში“ ერთის მხრივ ეს განცხადება იმის აღიარებად მიაჩნიათ, რომ რადიკალური ოპოზიცია ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ცდილობდა, მეორეს მხრივ კი მისი ეს მონდომება, თავის გამოჩენის მცდელობად მიაჩნიათ