კონტრტერორისტული ოპერაცია
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში რუსთავში ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯავედ ხუდამოვი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ხუდამოვი 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა, ის საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. ჯავედ ხუდამოვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ გუშინ იმსჯელა. ინტერპოლით ძებნილ აზერბაიჯანის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა. „ქრონიკამ“ ის საცხოვრებელიც გადაიღო, სადაც ძებნილი თავს აფარებდა