Washington Post: მოსკოვი შეშფოთებულია, რომ კიევთან რესურსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაცია უფრო მეტად პროუკრაინულ პოზიციას დაიკავებს
მოსკოვი შეშფოთებულია, რომ კიევთან რესურსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაცია უფრო მეტად პროუკრაინულ პოზიციას დაიკავებს. ამის შესახებ Washington Post-ი წერს. გამოცემის ცნობით, პირველ თვეებში ტრამპის პოლიტიკა უფრო რუსეთის ინტერესების დაცვას ჰგავდა, თუმცა ბოლო დროს ვაშინგტონის რიტორიკა შესამჩნევად შეიცვალა