პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შესაძლო აკრძალვის საკითხი ნაჩქარევად არ უნდა გადაწყდეს
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შესაძლო აკრძალვის საკითხი ნაჩქარევად არ უნდა გადაწყდეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე პოლიტიკური დებატები უნდა გაიმართოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, შიდა დაზვერვის სააგენტომ მონიტორინგი უნდა გააგრძელოს. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა